Saturday, December 15, 2012

დიდი სულხან საბა-მოგზაური, მკვლევარი, დიპლომატი და მწერალი


პროექტის სახელწოდება:“დიდი სულხან– საბა–მოგზაური,მკვლევარი,დიპლომატი და მწერალი“
იდეა:სულხან– საბას, როგორც მრავალმხრივი მოღვაწის პორტრეტის შექმნა.

პროექტის აქტუალობა:ისტორიული პიროვნების როლის განსაზღვრა ქვეყნის პოლიტიკურ–კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობაში
პროექტის მიზნები: ა)სულხან–საბა ორბელიანის,როგორც მრავალმხრივი მოღვაწის გაცნობა.
ბ)საქართველოს ისტორიული და პოლიტიკური მდგომარეობის გაანალიზება შესაბამის საუკუნეებში.
      გ)მოსწავლეებში ჯგუფური(გუნდური) მუშაობის დანერგვა და ინფორმაციის მოძიება–შეჯერების უნარის განვითარება.
   დ)პრეზენტაციის უნარის განვითარება.
   ე)საგანთა შორის კავშირზე აგებული გაკვეთილის ეფექტიანობის        ჩვენება.
მონაწილეთა ასაკი:    15-16წწ
ვადები: 2კვირა
მოსალოდნელი შედეგი: სხვადასხვა საგნების ინტეგრირებით მოსწავლეებს გაუძლიერდებათ სწავლის სურვილი.                                                       
გაეცნობიან სულხან–საბას, როგორც მრავალმხრივ მოღვაწე ისტორიულ პიროვნებას,მკვლევარს,დიპლომატს და მწერალს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ისწავლიან ისტორიული პიროვნების დაფასებას და პატივისცემას.პატივს მიაგებენ მათ დამსახურებას ქარტველი ერის წინაშე.
ისწავლიან და გამოიმუშავებენ ისტორიულ წყაროებზე მუშაობის დაკვლევა–ძიების უნარ–ჩვევებს.
შესაძლებელია ნახატების,პორტრეტის შექმნა.
რესურსები: სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი,თაბახის ფურცლები,ფოტოაპარატი,ტრანსპორტი.
პროექტის მსვლელობა: 1)საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
2)ჯგუფების შემადგენლობის განსაზღვრა და ფუნქციების განაწილება
3)კონსულტაცია ინტეგრირებული საგნების პედაგოგებთან(ისტორია,გეოგრაფია,ლიტერატურა,რელიგია)
4)ექსკურსიის მოწყობა ტანძიაში სულხან–საბა ორბელიანის სახლ მუზეუმში.ფოტოების გადაღება.
5)მონიტირინგი,შეფასება.
კლასი დაყოფილია ჯგუფებად: 1)ისტორია 2)გეოგრაფია 3)ლიტერატურა 4)რელიგია.  თვითვეული ჯგუფი იკვლევს წყაროებს ,ქმნის საინფორმაციო ბაზას და აკეთებს პრეზენტაციას.
პროექტის ხელმძღვანელი: ეკა ბასილაშვილი  eka.basilashvili@gmail.comhttp://ekabasilashvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment